11:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 20:11:17, 1503 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, მსგავსი შეურაცხმყოფელი კამპანია არ მახსოვს

„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე და ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. მისივე შეფასებით, საქართველოში დღეს განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა აქვე მერმა დასძინა, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი და პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია. 

კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მაგალითი იმისა, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა დასრულდეს და აღარ იყოს.

„მერე რა, რომ საარჩევნო კამპანიაა, ყველაფერს აქვს თავისი წესი. არსებობს ჩარჩოები, რომელშიც ყველა უნდა მოვექცეთ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი არიან ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყვნენ 2012 წელს. 2012 წლის შემდეგ, მსგავსი შეურაცხმყოფელი კამპანია არ მახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics