|
2018-10-24 15:47:45, 1499 ნახვა
საზოგადოება
„მისი მიზანია, ყველა ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული“ - ბურჭულაძე ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს
მსოფლიოს პირველი ბანი პაატა ბურჭულაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძნა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიიუს ეხმაურება და მას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მას ივანიშვილისგან ფული არ მიუღია. „ყველა სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო სიცრუე, მაგალითად - რომ მე მივედი მასთან პოლიტიკურ საქმეზე სალაპარაკოდ - ეს იყო სიცრუე; რომ მერე მე და ჩემი მეუღლე მივედით მასთან ეს იყო სიცრუე, ჩვენ მასთან ერთად არ მივსულვართ არასდროს. უნდა ჩამოყალიბდეს, იმ დროს ამბობდა 50 მილიონს, ახლა ძალიან ჩამომაქვეითა და 10 მილიონს ამბობს და მერე 2 მილიონზე ჩამოვიდა. ფაქტი ერთია, მან აღიარა, რომ მე თანხა არ მიმიღია. ბიძინა ივანიშვილი არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის ის ცრუობს ახლა და შეუძლია დიდი ტრავმა მოგვაყენოს. ღმერთმა არ ქნას გაყალბების გზით სალომე ზურაბიშვილი მოიყვანოს. მისი მიზანია, რომ ყველა ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული და ვინც არ არის, არის მისი მტერი“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე მასთან საკუთარი ინიციატივით, მეუღლესთან ერტად მივიდა და 9 მილიონი დოლარი მოსთხოვა. ივანიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ბურჭულაძე მის თანაგუნდელობას აპირებდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)