23:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 14:43:21, 1172 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძე: დედაქალაქის 11 პრობლემური ადგილისთვის ტენდერი არ გაუქმებულა, ის არ შედგა

გენერალური გეგმის პროექტით გათვალისწინებული 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა,, -ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ წამოადგინა შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

„შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ის პირობები, რაც გენერალური გეგმის პროექტით არის დადგენილი, კერძოდ, 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმების შემუშავება, აუცილებლად შესრულდება. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო უფრო ადრე, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდებოდა. ჩვენ ამით დრო მოვიგეთ. გენერალური გეგმა სავარაუდოდ, ნოემბერში დამტკიცდება, მანამდე კი მერია უზრუნველყოფს ყველა პროცედურას იმისთვის, რომ  ჩარჩო-გეგმები  11 პრობლემური ადგილისთვის შემუშავდეს და ჩვენ გვქონდეს მათი სამომავლო განვითარებისთვის ზუსტი ხედვა“,  - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics