23:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 23:36:21, 1860 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილი: ნახეთ პოლიცია, როგორ იქცევა მიტინგებზე და გაიხსენეთ პოლიცია, რომელიც ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს.

საუბარი ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საერთაშორისო კვლევების შედეგებს შეეხო. 

„17 ოქტომბერს უკვე სხვა ინსტიტუტმა მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ კვლევაში საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპაში ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა. ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიციაზე მოხვდა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2012 წელს მსოფლიოში 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოთა შორის იყო საქართველო. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში მკვლელობების ნაკლებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით და მე-17 ადგილი დავიკავეთ. პოლიციის საიმედოობის რეიტინგში ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილი დავიკავეთ. ხო გახსოვთ პოლიცია როგორ დევნიდნენ და როგორ ხოცავდნენ საკუთარ მოქალაქეებს.
დღევანდელი პოლიცია, ნახეთ, გაიხსენეთ ბოლო მიტინგები, როგორ კულტურულად იქცევა, როგორ იტანენ შეურაცხყოფებს და როგორი დასაფასებელი უნდა იყოს ეს საზოგადოებისათვის,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში კორუფციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შესახებ. 

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომელსაც ივანიშვილი ვერ ჩააწყობდა და მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა წერია, რომ საქართველო ასოციაციის წევრ 190 ქვეყანას შორის საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულს შორის მე-19 ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. ცალკე მოგახსენებთ კანონის უზენაესობის შესახებ კვლევის შედეგებს.“

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics