|
2018-10-23 21:38:07, 1258 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ
„მსურს, პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯიპა"-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდები ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ, საზღვარგარეთ მიდიან. სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები, ამიტომ ამ სფეროს განვითარებაში თავადაც იქნება ჩართული. ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულები არიან თავიანთი გამოგონებებისთვის, ამ კუთხით წარმატებულები არიან. აქაც, ვინც არის აღიარებული, ხშირად უფრო უცხო ორგანიზაციების მიერ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ, ხშირად ისინიც მიდიან. „ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მსურს, სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად დაეხმარება მათ ეს ფონდი. ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან, სადაც ვერ ხედავენ პერსპექტივას, სადაც არ ფასდება მათი ინიციატივები, ეს ყველაზე მეტად აკლია ამ საზოგადოებას. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ჩართული ვიქნები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)