00:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 14:16:05, 1408 ნახვა

საზოგადოება
მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

  • 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 10 829 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
  • საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 247 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
  • ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა  358 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
  • 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 8 026  მოქალაქეს;
  • 2018 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 331 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 4 186  საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics