00:54 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 15:46:17, 959 ნახვა

საზოგადოება
„ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ“ - დედაენის ბაღთან „კანაფის ფესტივალს“ აპროტესტებენ

დედაენის ბაღთან სადაც „გირჩი“ კანაფის ფესტივალის გამართვას გეგმავს, კონტრაქცია მიმდინარეობს.

აქციას გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები მართავენ.

აქციის მონაწილეებს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერით: „ნარკომანია სიკვდილია“, „არა ნარკოტიკებს“, „ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ“.

ისინი დედაენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გირჩის წევრებს სურთ, „ახალგაზრდებს გონება აურიონ“.

„ნარკომანია არის გზა ჯოჯოხეთისკენ. ეს ადამიანები ცდილობენ ამ სენის ლეგალიზაციას. უნდა გავაპროტესტოთ დაგეგმილი ფესტივალი, სანამ ჯერ კიდევ კანონი ჩვენ მხარეს არის, ხმა უნდა ავიმაღლოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ბაღის მიმიდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების ცოცხალი კორდონი დგას. ისინი კონტრაქციის მონაწილეებს ბაღში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამასთან, ფესტივალის მონაწილეებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ბაღში შესვლა სპეციალურად მოწყობილი კორიდორებით არის შესაძლებელი.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics