08:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 15:09:26, 393 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე უარი უთხრეს

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი მცხეთაში სამშენებლო სამუშაოებზე მორატორიუმის გამოცხადების რეკომენდაციას იძლევა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული ფასეულობების დაცვისა და აღდგენის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (ICCROM), აგრეთვე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მონიტორინგის მისიამ მცხეთის იუსტიციის სახლის პროექტის თაობაზე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.
კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მცხეთაში ახალი მშენებლობები ექსპერტებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობაა. მონიტორინგის მისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მცხეთის ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი ნებისმიერი სახის (მათ შორის, ახალი იუსტიციის სახლის) მშენებლობაზე; განსაკუთრებით კი, ეს მცხეთის ისტორიულ ნაწილს ეხება.
ICCROM-ისა და ICOM-ის მონიტორინგის მისიამ მდინარე არაგვის ლანდშაფტის ზონაში ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციები წარმოადგინა: დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამშენებლო საქმიანობა; გაგრძელდეს არაგვის სანაპირო ზოლზე რეკრეაციული ზონების გაშენება და ტერიტორიის გამწვანება; მდინარე არაგვის გასწვრივ დაგეგმილი ყველა მშენებლობის (მათ შორის, რეკრეაციული ზონების გაშენების) პროექტი წარედგინოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს შემდგომი განხილვისათვის.
„იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისია მიიჩნევს, რომ მცხეთაში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობის განხორციელება მხოლოდ ამის მერე და ამ რეკომენდაციების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. 
აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ მოთხოვნა იუსტიციის სამინისტრომ ერთხელ უკვე გაითვალისწინა და სვეტიცხოველთან ახლოს იუსტიციის სახლის მშენებლობა დააკონსერვა. 
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მთავარია მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნება; ამიტომაც სრულად გაითვალისწინებს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისიის რეკომენდაციებს და გააგრძელებს მუშაობას მცხეთაში სხვა შესაფერისი ადგილის შერჩევისა და პროექტის შემუშავებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics