|
2018-10-18 14:56:08, 766 ნახვა
საზოგადოება
ისანში სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტი ხორციელდება
ისნის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს. ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ტარდება ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის N11ა და N2 კორპუსებში, ხოლო ქანობიანი სახურავი ლუსინიანის ქუჩა N20-ში იცვლება; ახალი წყალსაწრეტი მილები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსსა და ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში. ათ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება წყლისა და წყალარინების ქსელებს, მათ შორის: ონაშვილის ქუჩა კორპუსი N10, გურჯაანის ქუჩა N1, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N11, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის კორპუსი N14, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის კორპუსი N11ა, ყვარლის ქუჩა N109, სამგორის დასახლება კორპუსი N30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N37, N53, და N153ა. სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს ირბახის ქუჩა N15-ში, ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 -სა და N12 კორპუსებში; სენსორული განათების სისტემა მონტაჟდება მოსკოვის გამზირის N19ა კორპუსში; სართულშუა ნაპრალების ამოვსება წულუკიძის ქუჩა N18 კორპუსში ხორციელდება; თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება წულუკიძის ქუჩა N23 ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში. აღნიშნული პროექტებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 573 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ისნის გამგეობამ 2018 წელს ცხრა თვის განმავლობაში, 42 პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 80-მდე პროექტი იგეგმება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)