01:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 12:53:15, 740 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია „იბერიის“ საქმეზე: ეს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ იბერიის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა,რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან.

მოვუწოდებთ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics