|
2018-10-17 10:28:59, 1559 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ხორავას ქუჩაზე მოზარდებისა და გირგვლიანის მკვლელობების გაიგივება მიუღებელია
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული შედარება სანდრო გირგვლიანისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, მიუღებელია. პრემიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა: "თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი", - განაცხადა ბახტაძემ. ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ერთმანეთს შეადარა. "არ შემიძლია არ დავიწყო იმით, რომ კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)