|
2018-10-16 15:40:36, 2094 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადინ განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესთრომს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შვედეთის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და გამოთქვამს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)