|
2018-10-16 14:51:46, 920 ნახვა
საზოგადოება
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება
მთავრობის კანცელარიასთან "ცენტრ პოინტის’" დაზარალებულების აქცია გრძელდება. დაზარალებული მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. მათ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს "თაღლითების ხელის შემწყობი" უწოდეს და მტავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შესაბამისი შინაარსის პლაკეტი მიიტანეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თამარ ფირცხალაიშვილის განცხადებით, დაზარალებულებს არ სურთ კომპანიასთან საპროცესო გარიგება გაფორმდეს. "დაზარალებულები ვითხოვთ სამართლის აღდგენას, სასამართლო პროცესები უსაზღვროდ არის გაწელილი. სააპელაციო სასამართლო ხვალ ტარდება. ჩვენ არ გვინდა, რომ საპროცესო გარიგება შედგეს თაღლითებთან, იმიტომ, რომ დაზარალებულებთან არანაირი რეალური შეთავაზება არ არის. დავწერეთ განცხადებები პრემიერ მინისტრის სახელზე და გვინდა შეხვედრა. ველოდებით შედეგს", - აღნიშნა ფირცხალაიშვილმა ‘’ექსპრესნიუსთან’’ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ კომპანია ”ცენტრ-პოინტის” მშენებლობით დაზარალებულთა სასამართლო სარჩელების განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)