|
2018-10-16 12:59:36, 1369 ნახვა
კომენტარი
კალაძე ჩანაწერებზე: არავინ გაბედოს კანონს მიღმა ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა აგებს პასუხს
დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პირი, რომელმაც პროკურატურის ყოფილი ჩინოსნის მირზა სუბელიანისა და დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ჩაწერა და ციხიდან გამოიტანა, კონკრეტულ ჯგუფს დაშანტაჟებული ჰყავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს როგორც მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული საქმეებით, ასევე იმ პირით, ვინც ჩანაწერები გააკეთა. კალაძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გავრცელება მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესებში შედის. „თუ ამ ადამიანს გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, მას შეეძლო აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის. აუცილებელია, გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე , რაც მან წარმოთქვა და ასევე აუცილებელია, მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს,“ - კახა კალაძე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)