|
2018-10-15 20:31:05, 2798 ნახვა
ეკონომიკა
ბრიტანული „Fear Group“-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group"-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა. კერძოდ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი. საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8 – 13 ოქტომბერს გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)