|
2018-10-15 19:58:18, 1901 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს
მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა მოხდეს. "ჩვენგან, მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივად ვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყნებში. პრობლემა სად არის – ის კი არა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არა გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთ ხელშეკრულებაში რაც, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან,სახელმწიფო ვერ ხვდება როგორც უნდა დახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება რომ "ბოდიში მაგრამ თქვენთვის ადგილი არა გვაქვს" და ისინი ისევ მიდიან. ეს არის ის რაც ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი,შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება. იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით და ვნახოთ როგორ შეიძლება, რომ ესენი მოვახმაროთ იმ ქვეყანას რომელმაც მათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები.ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ასევე ამით უნდა გაძლიერდეს", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)