|
2018-10-15 17:28:58, 1929 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ველოდები რა განაჩენს გამოუტანს საქართველო მთელ ხელისუფლებას
"დღეს ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. სარალიძის შეფასებით, მისი შვილის მკვლელობის საქმე შეკერილია და ამაში მონაწილეობას მისი თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანიც იღებდა. „მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)