|
2018-10-15 12:50:01, 1622 ნახვა
სამართალი
„მირზას დანაბარები მინისტრებს გადავეცი“ - ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს
„ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ციხეში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანთან იმყოფებოდა. როგორც ჯაფარიძემ „TV პირველისთვის" მიცემულ სატელოფონო ინტერვიუში აღნიშნა, მინისტრებს მირზა სუბელიანის დანაბარები გადასცა. "რამდენიმეჯერ ვიყავი შესული. პატიმრის დაჟინებული მოთხოვნით და ოჯახის თხოვნით, მასთან შევედი ციხეში. მე ვარ პარლამენტის წევრი, ვარ სვანი, ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ მთხოვეს რომ შევსულიყავი. მოითხოვა და რა უფლება მქონდა რომ არ შევსულიყავი. გიორგი გახარიას და სხვა მინისტრებს, ვხვდები როგორც პარლამენტის წევრი, მიწევს. მინისტრებს მირზას დანაბარები გადავეცი, რამე შეღავათს ითხოვდა, რომ ბევრი დამსახურება მაქვს და გაუბედურებული ვარო. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, მასზე რეაგირება არ გამიკეთებია, არასერიოზულად მივიღე. ეგ არის საინტერესო, როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი ციხეში შევედი და ეს ჩაიწერეს", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)