06:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 09:52:18, 764 ნახვა

სამართალი
შსს-მ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გიორგი ლ. შემთხვევიდან სამ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დაზარალებული გიორგი ლ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics