03:51 - 18 Aug, 2026
|
2018-10-12 10:19:09, 1041 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, ისაუბრეს სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი გახარიამ ჯორჯ კენტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)