03:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 17:17:38, 1199 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება. 

„მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაზრდა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანაბარი, თანასწორი და კონკურენტული თანამშრომლობის გარეშე იქნება რთული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სისტემური განახლების რეფორმებს, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო. ჩვენი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, სწორედ მსგავსი ჯანსაღი ურთიერთობა ადვოკატთა კორპუსთან. ამიტომ გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებითვის ეს იქნება კიდევ ერთიწინგადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანად აისახება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics