|
2018-10-11 11:57:57, 729 ნახვა
საზოგადოება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში ქართული კინოს რეტროსპექტივა იმართება, სადაც 10 ოქტომბერს კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას" - ჩვენება და რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, დღეს კი ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა. მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა."-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს გამოიცა წიგნის ინგლისური ვერსიაც, რომელიც ავტორებმა -სოსო დუმბაძემ და ეროვნული არქივის წარმომადგენელმა, კინომცოდნე ნინო ძანძავამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 10 ოქტომბერს წარადგინეს. ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში 11 ოქტომბერს ეროვნული არქივი მაყურებელს წარუდგენს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს: „დილის ათი წუთი" (1931), „ხაბაზები" (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (1985). ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში ნაწილია საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი". ფილმების ჩვენების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://deutsches-filminstitut.de/blog/filmland-georgien/
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)