04:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 09:32:07, 913 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა

„საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა“- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

„უცხოელი პარტნიორები გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ გახსნის ასეთი ცერემონიალი სამაგალითოა. საქართველომ, მართლაც, ისე წარმოადგინა თავი, როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ქალბატონმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს. ვფიქრობთ, დანარჩენი დღეებიც ასეთივე წარმატებით ჩაივლის და ათასობით ადამიანს საშუალება მიეცემა გაეცნოს საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურას, ლიტერატურას, ღირებულებებს...“ -აღნიშნა მინისტრმა. 

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინის საქართველოს პავილიონში თავად უმასპინძლა. 

საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. მისი პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინტერაქტიულია. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 14 ოქტომბრამდე, 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვს გაეცნოს ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინოს ქართულ ხმოვანებას, დაათვალიეროს მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივცეში გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე, უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics