06:40 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 15:53:35, 1786 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ექიმების მიერ მის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებას ლოგიკურად მიიჩნევს

ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები, აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„აუდიტმა დაიწყო გამოძიება, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები და აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა გარედან შემოსულია კითხვები, აუდიტის ჩატარება ნორმალურია", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი.

როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერს მხარს.

„მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, ჩემთვის ძალიან ღირებულია. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics