|
2018-10-09 14:43:25, 1193 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: რუსეთი ცდილობს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდეს ისე, რომ არ შეასრულოს ვალდებულებები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს. სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა. „გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში მიმდინარეობდა სამზადისი დღევანდელი დისკუსიისთვის, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და ეხება რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ისე, რომ არ შეასრულოს არანაირი ვალდებულებები. „ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თემები ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების საკითხებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ დისკუსიებში. დღეს ვნახავთ, რამდენად აღმოაჩნდება რუსეთს მხარდამჭერები ერთი მხრივ და ასევე ვიხილავთ თავად ევროსაბჭოს ორგანიზაციის ღირებულებების მხარდამჭერებს. რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე მათთვის რაიმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღება აცდენა იქნება თვითონ ევროსაბჭოსთვის და დამაზიანებელი იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არის შექმნილი. ამას ყველა კარგად აცნობიერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ევროსაბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)