|
2018-10-08 19:59:06, 1545 ნახვა
კომენტარი
პაატა ბურჭულაძის მეუღლე: სახელმწიფო თანხებს არ ვიყენებდით, ეს პირადი სპონსორების ფული იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა დასრულდა. როგორც ვასილენკომ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურას მეტი შეკითხვა აღარ გაუჩნდება. ვასინეკოს თქმით, მან ფონდში 14 წელადი იმუშავა კონსულტანტ-თანამემწედ, ფონდიდან ხელფასს კი ორი წლის განმავლობაში იღებდა. "ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი სამხატვრო ნაწილს ეხებოდა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, სტუმრების დახვედრა, რათა მათ მომავალში საქართველოში დაბრუნება მოისურვონ. როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ. ზუსტი ციფრები არ ვიცი, მაგრამ გაყავით ის თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს 14 წელზე და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ორნი ვიყავით. მათ არაფერი აქვთ სათქმელი. სახელმწიფო თანხებს ჩვენ არ ვიყენებდით, ეს პირადი სპონსორების ფული იყო", - აღნიშნა ვასილენკომ. მისი შეფასებით, ისინი, ვინც "შავი პიარით" არის დაკავებული, ანადგურებს არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის, არამედ ფონდის სახელსაც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)