|
2018-10-08 13:27:21, 1739 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა
მიმდინარე წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა "საქმიანი დილაში" სტუმრობისას განმარტა, მიმდინარე წელს კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ითაა გაზრდილი. „მომავალი წლისთვის ექსპორტის კიდევ უფრო ზრდას ვგეგმავთ. დღეისათვის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს აზერბაიჯანის, რუსეთის, შუა აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით“, აცხადებს ცეზარ ჩოჩელი. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. მალე წარმოებაში ჩაეშვება სპორტული მიმართულების სასმელები. ცეზარ ჩოჩელი აანონსებს იმასაც, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში რამდენიმე უცხოური ბრენდის შემოყვანას უზრუნველყოფს. „ვიწყებთ სპორტული მიმართულების სასმელების წარმოებას, ეს არის დაბალ კალორიული და ვიტამინებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ახალგაზრდებში და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ ძალიან სასარგებლოა“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)