|
2018-10-06 17:00:13, 3283 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ქართველი მწარმოებლების ხარისხიანი პროდუქცია გვაძლევს დამატებით სტიმულს მათ დასახმარებლად
თბილისობის სამეწარმეო მარკეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეწვია. გამოფენა-გაყიდვაზე მან დაათვალიერა საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის, სურსათი, სუვენირები, ღვინო, ჩაი და სხვადასხვა აქცესუარები, რომლებიც მეიდანზე მოსული ტურისტებისა და თბილისელების დიდ მოწონებას იმსახურებდნენ. მარკეტის მონაწილეთა ნაწილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები იყვნენ. სამეწარმეო მარკეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა იმის კარგი მაგალითია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლია რეალურად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. „ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ არა მარტო ფინანსურად, არამედ იმითაც, რომ მივცეთ საშუალება გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებულები გახდნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)