18:54 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 12:52:37, 2628 ნახვა

სამართალი
„დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციის, დაცვის თანამშრომელსა და ერთ-ერთ მაცხოვრებელს შორის ავტომობილის პარკირების ადგილთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მოქალაქემ დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმე გახსნილია და ამ დროისთვის ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics