|
2018-10-05 12:48:43, 1780 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ფაჩულიამ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა
მთელი საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა - ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“,- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)