18:53 - 07 Jul, 2026
|
2018-10-04 17:40:16, 3140 ნახვა
სამართალი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
ბათუმში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)