|
2018-10-04 17:23:08, 2326 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაერის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ჰაერის კონვენციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ყურადღება პრემიერ-მინისტრის ინიცირებული გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკა“ ფარგლებში, ჰაერის მონიტორინგის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ნინო თანდილაშვილმა ჰაერის დაცვის სწორი პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია ჰაერში ემისიის გაფრქვევების სტანდარტების დადგენა და საავტომობილო საწვავის შესაბამისი კვლევა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 1999 წლიდან არის ჰაერის კონვენციის მხარე ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს, ან შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად შეამციროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. კონფერენციაში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)