06:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 15:14:17, 1433 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ეფექტურად ხორციელდება საპოლიციო არხებისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს მეშვეობით.

გიორგი გახარიამ საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უკანონო მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ისრაელში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის უკანონო მიგრაციასთან, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics