|
2018-10-04 10:44:37, 1568 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის რიგით მეექვსე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც გარემოს დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორმა, მარკო კეინერმა აღნიშნა, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რაც დიდი ნახტომია ქვეყნის მომავლისთვის და ქმნის საფუძველს, UNECE-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისთვის. შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთი პარტნიორობისთვის (EUWI+) პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში სხვადასხვა სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)