|
2018-10-03 20:29:57, 2589 ნახვა
კომენტარი
ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტზე: ეს არის ფარსი, ასეთი რამე არ ყოფილა
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. როგორც მან სასამართლოში, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარცხალაძის მხრიდან მასზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. „ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა. ეს არის ფარსი, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი, რომ მე ამ თემაზე ვილაპარაკო. ასეთი რამე არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა მორიგი აუდიოჩანაწერი, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილთან საუბრისას სარდაფის ინციდენტზე ლაპარაკობს. როგორც "კვირის აქცენტებში" ოქუაშვილმა განმარტა, ყიფიანი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დასაჯა. მისი თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის საქმეში ჩარევის გამო, ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)