|
2018-10-03 16:50:13, 1550 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. სწავლებების დროს, სტუდენტები სურსათის კვლევების მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. სწავლებების დაწყებების წინ, სტუდენტებს ბიოუსაფრთხოებისა და ბიო-დაცვის პრინციპებს აცნობენ. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის. ამჟამად, ლაბორატორიაში სწავლება უტარდებათ აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სტუდენტს და პროფესიული კოლეჯის, „სპექტრისა“ და „ორიენტირის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. 2018 წლის მიმდინარე მონაცემებით პრაქტიკული მეცადინეობები უკვე ჩაუტარდა 100-მდე სტუდენტს. მიმდინარეობს სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)