|
2018-10-03 15:30:58, 1456 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - 2008 წელს ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის ღალატი იყო
„ომიდან ორი თვის თავზე, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ?",- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული დელეგაციის მიერ 2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი ღალატი იყო. „კამპანია უნდა იყოს ორიენტირებული მომავალზე. მომავალზე ისაუბრეთ ბატონებო და რაც შეეხება იმ რეზოლუციას, ისეთი ღალატი გაქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ორი თვის თავზე ომიდან, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ? რომელი მომავალი პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ვიღაცამ წაიღოს მტკიცებულებად და ხელი რომ აუწიეთ იმ უბედურებას, მაშინ რაზე ფიქრობდით? დარბაზიდან მაინც გასულიყავით. რუსეთმა გაიტანა თავისთვის სასარგებლო რეზოლუცია და ჭკუა ეყოთ, რომ დარბაზიდან გასულიყვნენ, იმიტომ, რომ იმ პუნქტისთვის არ დაეჭირათ მხარი, რომელიც არ აწყობდათ. დარბაზიდან მაინც გასულიყავით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)