|
2018-10-02 19:44:05, 1345 ნახვა
კომენტარი
მერაბიშვილის მეუღლე - ძალიან ადვილია ვიზუალურადაც შეამჩნიო, რაც სჭირს ვანოს
„ძალიან ადვილია ვიზუალურადაც შეამჩნიო რაც სჭირს ვანოს“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს ჩაუტარდა. უშედეგოა. „ხუთი გამოკვლევის შემდეგ, არის მხოლოდ სიმპტომალური მკურნალობა ჩატარებული, რომელიც არის უშედეგო. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ. მანვე აღნიშნა, რომ მეუღლის მონახულება სურს და ამის უფლებას არ აძლევენ. „კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფებული არ არის. ადვოკატმა შეიტანა ეს განცხადება, რომ უნდა მოვინახულოთ და არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ჯერჯერობით“, - აღნიშნა სალაყაიამ. ცნობისთვის ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან დღეს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაიყვანეს. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, მერაბშვილის გადაყვანა დამატებით გამოკვლევის ჩატარების მიზნით მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)