|
2018-10-02 15:38:53, 1372 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: ივანიშვილისგან და გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ორი მთავარი ფიგურანტის უმძიმესი აღიარება მოისმინა. "ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან - ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქვეყნის შიგნიდან და გარედან არა ერთი გონივრული ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართებოდა, მაგრამ ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. ეს არის უმძიმესი ფაქტი თავის მხრივ და არ მგონია, რომ თავად ამ პროცესის ფიგურანტებს ბოლომდე ჰქონდეთ ამ ეტაპისთვის გააზრებული, მათი აღიარების ძალიან მძიმე შედეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)