|
2018-10-02 12:40:09, 1285 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: პოზიციტვის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პრაქტიკული საკითხების განხილვა გაგრძელდა. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შუალედური შედეგები შეაჯამეს. "7 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 45%-ით გაიზარდა და 815 მილიონი დოლარი შეეადგინა. გაიზარდა ქართული ღვინის მიწოდება რუსეთში. რუსეთი აღნიშნული პროდუქტის მთავარი მყოდველია, რადგან საქართველოს მიერ ექსპორტზე გატანილი ღვინის 60%-ს ყიდულობს. რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო კავშირი. მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რეგულარული ავიარეისებით გადაყვანილია 562 000 მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებელს მესამედზე მეტით აღემატება. იზრდება საავტომობილო და სარკინიგზო-საბორნე ტვირთების გადაზიდვის მოცულობები. ქართულმა მხარემ გვაცნობა რუსული ხორბლის საავტომობილო ტრანსპორტით შეტანის მოქმედი წესის შენარჩუნების შესახებ. რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის სწრაფი დაწყებისადმი. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის მოწვევა უახლოეს დროში შეთანხმებების შესრულების სამუშაოს დასაწყისი გახდება. მთელი დაგროვილი პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა. კარასინმა აღნიშნა საკმაოდ ნეგატიური როლი, რომელსაც თბილისი ასრულებს ნატო-ს სამხედრო ბლოკის რუსეთისა და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან მიახლოებით. გარდა ამისა, ხაზი გაესვა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების არამეგობრული განცხადებები დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთმომგებიან პროცესზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)