|
2018-10-01 16:04:41, 1702 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: კანონპროექტის სულისკვეთება პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა ნაკარნახევი და არასწორია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გააცნო და აღნიშნა, რომ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა ეხსნება, უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შერყევაა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების, თუ არა მოშლისაკენ, რაც დაუშვებელია. „ნათელია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ არის ეს კონკრეტულად მოქმედ პრეზიდენტზე, მაგრამ ასევე დრო, როდის შემოვიდა ეს კანონპროექტი აჩვენებს იმას, რომ ეს არის მესიჯი, რომლითაც უნდა გაფრთხილდეს ყველა შემდგომი პრეზიდენტი, რომ იყოს "ჭკვიანად" და ხასიათი არ გამოავლინოს. ამიტომ, ის არგუმენტები, რომლებიც თქვენგან მოვისმინეთ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერაფერს ასაბუთებს, მათ შორის, ვერ ასაბუთებს ამ ცვლილების გონივრულობას, მიზანშეწონილობას და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივ ხასიათს. კანონპროექტის სულისკვეთება არასწორი და პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა ნაკარნახევი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს სასწორზე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ბუნებრივია იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას. „ველოდი, რომ თავდაცვის კომიტეტზე იქნებოდა მეტი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ პრეზიდენტი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ეს სტატუსი კონსტიტუციური თვალსაზრისითაც სრულიად განსაკუთრებულია. დაცვა ნამდვილად ტვირთია, განსაკუთრებით ისეთი პირადი თვისებების მქონე ადამიანისთვის, როგორიც მოქმედი პრეზიდენტია და მას, რომ ვკითხოთ ალბათ საერთოდ იტყოდა უარს დაცვაზე, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მეთაურზე, ჩვენ ალბათ სწორად უნდა გავიზიაროთ ეს. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც კომიტეტზე მოვისმინეთ არის ის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გაუმჯობესდა და ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, მაგრამ არ ასაბუთებთ კარგად. თუ, პირობითად, ქუჩაში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკა მცირდება, პრეზიდენტის უსაფრთხოების კონტექსტიც შეცვლილია?", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)