|
2018-10-01 15:27:32, 1729 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი და ერთი გადასახადების გადახდაა
„ამ ფაბრიკაციაზე არ არის სწორი ამდენი დროის ხარჯვა, მე მინდა გაგახსენოთ ცნობილი გამოთქმა: ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი და ერთი გადასახადების გადახდაა. ასეთი სპეკულაციებით ვერავინ შეძლებს გადასახადების გადახდას აარიდოს თავი“ - ასე შეაფასა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,/ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გაჟღერებული ბრალდებები. თორნიკე რიჟვაძე დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების 6 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. იგი გამოეხმაურა ასევე გასულ წელს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მხრიდან ძვირადღირებული ავტომანქანების აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ტურიზმის დეპარტამენტზე საჩუქრად გადაცემის ფაქტს. მისი თქმით, ჩუქების ფაქტი ნებაყოფლობითი აქტი იყო ბიზნესმენის მხრიდან. „ეს საკითხი შეიძლება გადაიხედოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)