08:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 15:21:02, 1238 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას მიზნით ოპერირება OMNIBUS EXPRESS-მა დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს საშუალება აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან GEORGIAN BUS-ის გარდა, მეორე სატრანსპორტო კომპანიის, OMNIBUS EXPRESS-ის  საშუალებითაც ისარგებლონ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთა გადაყვანის მიზნით OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დილის 9 საათზე შეასრულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78 ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის 2 სართულიანი ავტობუსით შესრულდება. გასვლის ადგილი თბილისიდან დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედანია. რაც შეეეხება ბათუმსა და ქუთაისს, ვებგვერდზე www.omnibusexpress.ge ონლაინ ჯავშნის დროს მგზავრი უთითებს საკუთარ მისამართს და კომპანია მას სახლიდან აეროპორტამდე მიყვანას სერვისს შესთავაზებს.

ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული, კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WIFI გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა.

,,ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია:  ჯორჯიან ბასი, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უკვე ემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - OMNIBUS EXPRESS-ი. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს,-‘’აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics