|
2018-10-01 13:18:43, 1654 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - 28 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ საკადრისი პასუხი გაეცემა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და მათ უტიფარს უწოდებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, 28 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ საკადრისი პასუხი გაეცემა. "აღნიშნული სქემა არა უბრალოდ ერთი ბიზნესმენის განცხადებით დასტურდება, რომელიც გადააგდეს, არა მხოლოდ ჩანაწერებით, სადაც ამ სქემაზე ყოფილი თანამდებობის პირები და ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენები საუბრობენ, არამედ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბებით. მაგალითად „ფილიპ მორისთან“ დაკავშირებული სასამართლოთი. ეს არის ივანიშვილის გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება", - აღნიშნა დეპუტატმა. პარლამენტის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიცრუეა, თითქოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. „ჩვენს თვალწინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხელი დააფარეს შესაძლო მკვლელს და ეჭვმიტანილს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თანამდებობის პირის ახლობელი იყო. ეს ხალხი ბედავს და ოპონენტების წინააღმდეგ უტიფრად კიდევ ტალახს ისვრის. უტიფარ სიცრუეს ამბობენ, მაგალითად ხორავას ქუჩაზე, რომ კომისიამ პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. კომისიამ სწორედ პოლიტიკური მოტივი დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილს ხელი თანამდებობის პირებმა თანამდებობის პირის ახლობლობის გამო დააფარეს. დეტალებში შესვლას აღარ გავაგრძელებთ. ამ ხალხმა გაბედა და საპრეზიდენტო კანდიდატად დაგვისახელა ადამიანი, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და მეტყველებს. 28 ოქტომბერს მათ პასუხი უნდა გავცეთ. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი ძალიან მკაფიო იქნება და ივანიშვილის გუნდის გაძევება პოლიტიკური მმართველობიდან ამ პასუხით დაიწყება”, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)