|
2018-10-01 12:42:52, 2160 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ განხილვების პროცესში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს, - როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ამ ტემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და აშშ-ში ვიზიტისას მათთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. „მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულებაზე მკვეთრად ვზრდით დაფინანსებას. გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა, ველოდებით მათგან გარვეული ტიპის რეკომენდაციებს და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, განხილვების დროს ბიუჯეტი მნიშვნელოვანწილად დაკორექტირდეს როგორც შემოსავლების, ასევე - კაპიტალური ხარჯების ნაწილში. ეს ნორმალური დ ობიექტური პროცესია", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)