08:01 - 18 Aug, 2026
|
2018-09-29 18:18:29, 3268 ნახვა
საზოგადოება
სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეუერთდნენ
პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. მათ ფილარმონიის შენობიდან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა, პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს. ადგილზე მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ცნობისთვის, დღეს ფილარმონიაში, გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდნენ. მათ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა პარლამენტამდე მსვლელობის გამართვა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)