|
2018-09-29 12:09:02, 1802 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო არ აპირებს გაასხვისოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა განპირობებულია ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ სწორედ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე შეიქმნება მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ახლად აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ ეტაპზე - აღჭურვას, ხოლო შემდგომ უკვე მართვას და ამ კონკრეტულ პროცესში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დასაფასებელი ნაწილის, ექიმების ინტერესი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე და ქ. ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად გააგრძელებს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)