|
2018-09-28 17:26:50, 1068 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა
28 სექტემბერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების რეგიონალური ფორუმი ჩაატარა. შეხვედრა კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში გაიმართა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მასში, ქვემო ქართლის 15-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. ფორუმში თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა სამუშაოს მაძიებლებმა და ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილმა დამსაქმებლებმა მიიღეს მონაწილეობა. დასაქმების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნელი რევაზიშვილი, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველი ლელა მაისურაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. გამომსვლელებმა ყურადღება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს ყველა იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცილებს. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ფორუმი დადებითად აისახება თეთრიწყაროს მოსახლეობაზე, მათ მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ, გაცნობოდნენ დამსაქმებლის შეთავაზებებს და პირობებს, რომ შემდგომში დასაქმდნენ და გაიუმჯობესონ სოციალური პირობები. სააგენტო მუდმივად ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე ამ კუთხით და ზრუნავს სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებზე“ - განცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. „უმუშევრობის პრობლემა უდიდეს გამოწვევად რჩება თანამედროვე საზოგადოებისათვის. იგი აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვისაც, განსაკუთრებით რეგიონებში მაცხოვრებელთათვის. ჩვენი ორგანიზაცია მას კომპლექსურად განიხილავს და ერთი მხრივ, ეხმარება საზოგადოების მოწყვლად ფენებს, რომ გახდნენ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანნი, მეორე მხრივ კი მუშაობს დამსაქმებლებთან. აღნიშნული ფორუმიც ერთ-ერთი ინტერვენცია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლელა მაისურაძემ. ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა რეგიონში მოქმედ კომპანიებს და აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღო ინფორმაცია. მოცემული ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)