|
2018-09-28 09:46:51, 2157 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პასუხი გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება
მიუხედავად უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკ აბახტაძემ გაეოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. "ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)