|
2018-09-27 17:11:42, 1789 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. მერიის ინფორმაციით, EIB-ის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა. მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც სატრანსპორტო სისტემის განახლებასთან დაკაშირებული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად განიხილება. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა დედაქალაქის მერს პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)